ოდესის გუბერნატორი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი მეუღლე და შვილი ბრიუსელის აეროპორტიდან აფეთქებამდე რამდენიმე საათით ადრე გამოფრინდნენ.
„ჩემმა მეუღლემ და ვაჟმა რამდენიმე საათი გაატარეს იმ ტერმინალში ბრიუსელის აეროპორტში, რომელიც დღეს დილით ააფეთქეს ტერორისტებმა, ისინი ტერაქტამდე რამდენიმე საათით ადრე გამოფრინდნენ. როცა მე ამ ტრაგედიის შესახებ წავიკითხე, უკვე ვიცოდი, რომ მათ გამოფრენა მოასწრეს, მაგრამ მაშინვე ვიფიქრე იმ მსხვერპლის ახლობლებსა და ნათესავებზე, რომლებიც ვერ გადარჩნენ. ეს საშინელი ტრაგედიაა და სამწუხაროდ, როგორც ჩანს არ არის უკანასკნელი. ფაქტის კონსტანტაციაა საჭირო, რომ სხვა მიზეზებთან ერთად ეს არის ბიუროკრატიის, სისუსტისა და მკაცრი გადაწყვეტილებების მიღების არცოდნის ბრალი“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.