ხვალ, 20 მაისს, 13:00 საათზე კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო სამინისტროს და თბილისის მერიის დაქვემდებარებაში მყოფ სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებების 42 პედაგოგს "დამსახურებული მასწავლებლის" წოდებას მიანიჭებს.
გასულ წელს ეს საპატიო წოდება მიენიჭა სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი საგანმანათლებლო დაწესებულებების 15 პედაგოგს.
სამინისტრო მიზნად ისახავს მომავალი წლიდან "დამსახურებული მასწავლებლის" წოდების მინიჭებას, როგორც სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი, ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონების სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებების პედაგოგებისთვის.
საქართველოს პრეზიდენტის (#320 2009, 12 ივნისი) ბრძანებულების თანახმად, სახელოვნებო განათლების სფეროში განსაკუთრებული წვლილისათვის, მათ შორის ეროვნულ და საერთაშორისო პროგრამებში მოპოვებული წარმატებებისათვის, საქართველოს სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებელთათვის დაწესებულია "დამსახურებული მასწავლებლის" წოდება და ერთჯერადი ფულადი პრემია 300 ლარის ოდენობით.