საპარლამენტო უმცირესობას მიაჩნია, რომ აუცილებელია უსაფრთხოების სამსახურს ჩამოერთვას პოლიტიკური პოლიციის ფუნქციები, ის სააგენტოდ ჩამოყალიბდეს და ანგარიშვალდებული იყოს პირდაპირ პრემიერ-მინისტრთან. საპარლამენტო უმცირესობა ასევე ოდეერების ინსტიტუტის სრულად გაუქმებას ითხოვს
„ჩვენი საზოგადოების პირველი ამოცანაა, რომ ის კაცი და გუნდი ჩამოვაცილოთ ხელისუფლებას, ვინც ამ სიბინძურით არის დაინტერესებული. აუცილებელია ქვეყანაში სრულფასოვანი რეფორმის ჩატარება, რათა გამოირიცხოს ან ძალიან შემცირდეს რისკები სამართალდამცავი ორგანოების და სპეცსამსახურების მხრიდან ასეთ სიბინძურეში ხელის ჩაყოფის,“ - აღნიშნა ,,ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო ურთიერთობათა მდივანმა, გიგა ბოკერიამ.
პირადი თავისუფლების აქტი - დღეს ენმ-მ 4 პრინციპი წარადგინა, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში პირადი ცხოვრება უნდა იყოს დაცული. უმცირესობის თქმით, სუს-ს მხოლოდ კონტრდაზვერვითი, ანტიტერორისტული და ექსტრემისტულ დანაშაულთან ბრძოლის უფლებები უნდა მიეცეს.