პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელების ფაქტს ეხმაურება საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი. იანოშ ჰერმანი გმობს მსგავსი მასალების გამოქვეყნებას და აცხადებს, რომ მომხდარით შოკირებულია.
ევროკაშირის ელჩი მიესალმება საზოგადოებისა და პოლიტიკური სპექტრის ერთიან პორტესტს აღარ გავრცელდეს ადამინის პირადი ცხოვრების ამსახვედი კადრები.
"საზოგადოება შოკირებულია ასეთი მასალის გამოქვეყნებით. შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ მეც შოკირებული ვარ, რომ ასეთი მასალები დაიდო. სრულად ვეთანხმები საზოგადოებრივ აზრს, რომ პირადი ცხოვრება ხელშეუხებელი უნდა იყოს. პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა შედის საქართველოსა და ევროკავშირს შორის შეთანხმების პრიორიტეტებში," - აღნიშნა იანოშ ჰერმანმა.