ზურაბ ჯამალაშვილის დაკავების ფაქტზე პირველ კომენტარს აკეთებს მისი შვილი, ცნობილი ჰაკერი, ვასილ ჯამალაშვილი, რომელიც 2012 წელს კიბერდანაშაულისთვის დააკავეს. ამჟამად კი გირაოს საფუძველზეა გათავისუფლებული.
ვასილ ჯამალაშვილი ამბობს, რომ მამას სხვა ოჯახი ყავს მასთან კონტაქტი არ აქვს. შესაბამისად, ის კატეგორიულად გამორიცხავს რაიმე სახის კავშირს ამ ვიდეო მასალებთან.
"მე და მამაჩემს ახლო ურთიერთობა არ გვქონდა, სხვა ოჯახი ჰყავს და ინფორმაციას საერთოდ არ ვფლობ. ამ საქმესთან არანაირი კავშირი არ მაქვს. ძველ ამბებს თუ გადახედავთ, მე ვირუსთან დაკავშირებით მქონდა ბრალი წაყენებული და ამ ჩანაწერებთან კავშირი არ მაქვს", - განუცხადა ჯამალაშვილმა "რუსთავი 2"-ს.
ზურაბ ჯამალაშვილი წუხელ დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, ზურაბ ჯამალაშვილი და ადვოკატი ირაკლი ფხალაძე დაკავებულები არიან ბრალდებულის სახით, პირადი ცხოვრების ამსახველი უკანონო კადრების შენახვა-გავრცელების ფაქტზე, და არა მათი ინტერნეტ სივრცეში ატვირთვის ფაქტზე