ნამდვილი სიმამაცე არის არა საკუთარი პირადი ცხოვრების გამჭვირვალობა და მასზე საჯარო მსჯელობა, არამედ იმის თქმა, რომ ეს არავისი საქმე არ არის, - აცხადებს უფლებადამცველი თამარ გურჩიანი, გამოქვეყნებულ პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოკადრებთან დაკავშირებით. მისი შეფასებით, სახელმწიფოც ის არის, სადაც დაცულია ”ჩემი უფლება”
”ნამდვილი სიმამაცე არის არა საკუთარი პირადი ცხოვრების გამჭვირვალობა და მასზე საჯარო მსჯელობა, არამედ იმის თქმა, რომ ეს არავისი საქმე არ არის. სახელმწიფოც ის არის, სადაც დაცულია ჩემი უფლება, ""არასწორად" ვიფიქრო თუ მოვიქცე," ჩემი უფლება, "მარტო დამტოვონ" და ჩემი უფლება, ვთქვა: "შენი საქმე არ არის!" დიახ, ეს უფლებები კონსტიტუციით არის დაცული, და როცა სახელმწიფო არ იბოჭავს თავს ამ უფლებებით, ჩვენ გვაქვს ამბოხის უფლება, დიახ, ამბოხის უფლება! არ მჭირდება სახელმწიფო, რომელიც ჩემს პირადობას, ავტონომიას და მთლიანობას, ყველაფერს, რაც ადამიანად მაქცევს, შეარყევს!”, - წერს გურჩიანი