განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიიჩნევს, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ოდეერს ,,არაფერი ესაქმება“. მისივე თქმით, თსუ-ში ოდეერის არსებობის შესახებ საქმის გამოძიების თხოვნით, პარლამენტსაც მიმართავს.
,,უნივერსიტეტსაც და სტუდენტებსაც დავეხმარები გამოვიძიოთ საკითხი დაკავშირებული ოდეერთან. ეს არის, მე ვფრიქრობ ძალიან მნიშვენლოვანი, საგანგაშო, იმიტომ რომ განათლების სისტემაში მითუმეტეს უშუალოდ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ოდეერს არაფერი არ ესაქმება. შესაძლებელია, რომ მივმართოთ პარლამენტსაც რომ შეიქმნას საგამძიებო კომისია და გამოიძიოს ეს ამბავი, მაგრამ ამავდროულად უნივერსიტეტშიც უნდა დაიწყოს მოკვლევა.
ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ხვალ, 12:00 საათისთვის უნივერსიტეტში საპროტესტო აქციას გამართავენ.
სტუდენტების მოთხოვნა უცვლელია - უშიშროების თანამშრომლებმა დატოვონ საუნივერსიტეტო სივრცე, გაუქმდეს სტუდენტური თვითმმართველობის პრივილეგიები; ასევე, უნივერსიტეტის რექტორისა და კანცლერის არჩევის პროცესში მოხდეს სტუდენტებისა და ლექტორების მაქსიმალური ჩართულობა და კანცლერის თანამდებობაზე წარდგენილმა გიორგი გაფრინდაშვილმა კანდიდატურა მოხსნას.