მეგის ქარდავას ადვოკატი მალხაზ ველიჯანაშვილი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი არანაირ კადრებს არ ფლობს. Facebook-ის საკუთარ გვერდზე იგი ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ, დღეს გამოქვეყნებულ ძველ ჩანაწერს ეხმაურება:
,,დღეს, სოციალურ ქსელებში ქართული ოცნების სასოწარკვეთილი ფანები,ფუჭად ცდილობენ რა გაამართლონ ამ ხელისუფლების ამორალური ქცევა, ავრცელებენ 2013 წლის 15 აპრილს მე-9 არხის მიერ გაყალბებულ სიუჟეტს, სადაც თითქოსდა მე ვამბობ, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მეგის ქარდავა იმუქრებოდა პირადი ინფორმაციის შემცველი კადრების გამოქვეყნებით. მინდა კიდევ ერთხელ განვაცხადო, რომ ეს სიუჟეტი არის სრულად ფალსიფიცირებული და იმგვარად დამონტაჟებული, რომ საერთოდ ცვლის კომენტარის შინაარს. ამის შესახებ სიუჟეტის გასვლისთანავე განვაცხადე და მე-9 არხისაგან მოვითხოვე კომენტარის სრული დაუჭრელი ვერსიის გამოქვეყნება, რაც ამ ტვ კომპანიამ არ გააკეთა. ეს ფაქტი ადასტურებს ამ ტელევიზიის მხრიდან საზოგადოებაში განზრახ შეცდომაში შეყვანის მცდელობის სურვილს. ამავე დროს წარმოგიდგენთ ჩემს რეალურ კომენტარს, რომელიც ამ შემთხვევაში ტვ მაესტრომ გააშუქა, სადაც მკაფიოდ ვაცხადებ, რომ მეგის ქარდავა არანაერ კადრებს არ ფლობს და უარყოფს და გამორიცხავს ნებისმიერ მუქარას”, - წერს ადვოკატი.