თავისუფალი დემოკრატების წევრი ირაკლი ალასანია გუშინ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ ეს იყო თავდასხმა მთლიანად სახელმწიფოზე.
„მე გახარებული დავრჩი, რომ საზოგადოებამ მალე დაინახა თუ რამხელა ბოროტებასთან და პოლიტიკურ თავდასხმასთან დგვაქვს საქმე არა ერთი პოლიტიკური პარტიის, არამედ მთლიანად არჩევნების მიმართ, სახელმწიფოს მიმართ. ჟურნალისტების ერთსულოვნება ძალიან მკაფიო იყო, იყო შეცდომაც და გადაცდენებიც და არ მინდა, რომ ერთ კონკრეტულ მედიასაშუალებაზე გადატყდეს ჯოხი. მთავარი არის ის, რომ ვის შეეძლო ეს მასალები მოეპოვებინა ფაქტია, რომ ეს არის ხელისუფლების ხელში. ამ მასალების დაგროვება მოხდა წინა ხელისუფლების დროს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ღარიბაშვილის მინისტრობის დროს ეს მასალები განადგურებული არ არის. ეს არის პრემიერმინისტრის გამოწვევა. ასევე შეიძელბა ისე რომ პერმიერი არ ყოფილიყო საქმის კურსში არაფორმალური დავალება სპეცსამსახურებს გაეცათ,“-აცხადებს ირაკლი ალასანია.