,,მე არ ვიცი რა კადრებზეა საუბარი, მაგრამ ერთი ვიცი, რომ ასეთი ბინძური მეთოდებით ვინც მუშაობს, ის აუცილებლად აგებს არჩევნებს და ხალხის მორალურ მხარდაჭერას“- “თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის ირაკლი ალასანიას ამ კომენტარს, youtube-ზე ატვირთულ პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებზე, სააგენტო Smo News აქვეყნებს.
მთავარმა პროკურატურამ პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ გავრცელების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. უწყების ინფორმაციით, “მიმდინარე წლის 11 მარტს, ინტერნეტ სივრცეში განთავსებულ პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეომასალასთან დაკავშირებით, მთავარ პროკურატურაში დაიწყო გამოძიება პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ გავრცელების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. ამ ეტაპზე საქმეზე ტარდება აუცილებელი დაგადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები”- აღნიშნულია მთავარი პროკურატურის განცხადებაში.