სოსო რობაქიძე შვილის მკვლელობის საქმემის სასამართლო პროცესის კიდევ ერთხელ გადადებას აპროტესტებს და აცხადებს, რომ ქართველმა ხალხმა ძალიან მალე მთელ პროცესებს ბოიკოტი უნდა გამოუცხადოს. მისი თქმით, ბუტა რობაქიძის საქმეს ისე გადაჰყვებიან მურუსიძის მხარდამჭერები, როგორც გადაჰყვა ,,ნაციონალური მოძრაობა“.
,,იაშვილს დასცდენია ფეხი და სადღაც დაცემულა. მე უკვე ვატყობ, რომ თითიდან გამოწოვილია ეს ყველაფერი. ეს არის იმის შედეგი, რომ მურუსიძეები გვყავს აქ. ვიძლევი პირობას, მურუსიძეებს ვინც მხარს უჭერს, როგორც ამ საქმეს გადაყვნენ "ნაციონალები", ისევე გადაყვებიან ისინი. მოსამართლის აცილებას ვითხოვ. კიდევ ერთხელ ვამბობ, ამდენი ხანი იყო პროკურატურა, რომელიც სასამართლოს აკონტროლებდა, ახლა სასამართლო აკონტროლებს ყველაფერს. შეიცვალა როლები. მურუსიძეები არიან სასამართლოში და ქართველმა ხალხმა, ძალიან მალე, მთელ პროცესებს ბოიკოტი უნდა გამოუცხადოს", - განაცხადა სოსო რობაქიძემ.
ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე სასამართლო პროცესი დღეს 31 მარტისთვის გადაიდო.