ადამიანი გამუდმებით შრომობს იმისთვის, რომ მოაგროვოს მეტი ფულ, მაგრამ რამდენად სწორად ვხარჯავთ მას?
ფული უნდა დაიხარჯოს ბედნიერებისთვის. ეს არის ცხოვრების მთავარი არსი. აი, რას ამბობენ ამ თემაზე მეცნიერები:
ქონების პარადოქსი
ფსიქოლოგი, კორნელის უნივერსიტეტის პროფესორი ტომას გოლოვიჩმა 20- წლიანი კვლევების საფუძველზე ერთმნიშვნელოვნად ასკვნის, რომ არ არის საჭირო ბევრი ფულის ხარჯვა ნივთების შესაძენად.
ამ არგუმენტს სამი მთავარი მიზეზი აქვს:
ჩვენ ვეჩვევით ახალ შენაძენს. ის, რაც ოდესღაც ახალი იყო, ნორმა ხდება.
ჩვენ ვცდილობთ ავწიოთ თამასა. ახალი შენაძენი ახალ სურვილებს აჩენს. როგორც კი ეჩვევით ახალ ავტომობილს ან ახალ სმარტფონს, იწყებთ უკეთესის ძებნას.
სხვისი შენაძენი მუდმივად სტრესში გამყოფებთ. ჩვენ გვსურს არა მხოლოდ „მაგარი ნივთები“, არამედ გვსურს, რომ ეს ნივთები იყოს იმაზე ბევრად უკეთესი ვიდრე აქვთ სხვებს. განსაკუთრებით იმათ, ვისაც ვადრით თავს, „ვეჯიბრებით“ ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე ცალკეული მიღწევებით. ჩვენ ვიძენთ ახალ ავტომაქანას და აღფრთოვანებულები ვართ მისით, მაგრამ ეს ხდება იმ დრომდე, ვიდრე ვინმე ჩვენი მეგობრებიდან ან ახლობლებიდან არ იყიდის უკეთესს.
ბედნიერების მთავარი მტერი - ადაპტაცია
„ჩვენ ვიძენთ ნივთებს, რომელმაც უნდა მოგვანიჭოს ბედნიერება და ვაღწევთ წარმატებას ამ სურვილის განხორციელებაში. მაგრამ ეს ხდება გარკვეული დროით. ახალი ნივთები, ქონება აღგვაგზნებს მისი შეძენის საწყის ეტაპზე, მაგრამ ჩვენ ადვილად ვეგუებით და ვეჩვევით შენაძენს“, - აცხადებს გოლოვიჩი.
პარადოქსი იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ შეგნებულად მივიჩნევთ, რომ ყველაფერი სხვაგვარად არის. ჩვენ ვფიქრობთ: მოგზაურობა მალე დასრულდება, მაგრამ ახალ კომპიუტერს რამდენიმე წელი გამოვიყენებთ.
„ეს ის შემთხვევაა, რომდესაც ინტუიცია გვღალატობს“, - აცხადებს ფსიქოლოგი.
ფსიქოლოგებმა და მკვლევარებმა დაადგინეს, რომ გამოცდილება - მდგრადი ბედნიერების საფუძველია.
გამოცდილება ჩვენი იდენტურობის ნაწილი ხდება. ჩვენ არ ვართ ჩვენივე ნივთები, მაგრამ ჩვენ ვართ დაგროვილი გამოცდილება იმის, რაც გვინახავს, რასაც ვაკეთებდით, რაც გაგვისინჯავს. იმ ადგილების, სადაც ვყოფილვართ. სმარტფონის შეძენა არაფერს შეცვლის თქვენს ცხოვრებაში, მაგრამ პარიზში, კამბერაში, ნიუ-იორკში გამგზავრება თქვენს განცდებს უფრო სასიამოვნოს გახდის.
ჩვენი გამოცდილება - ეს ჩვენი დიდი ნაწილია, ვიდრე მატერიალური დოვლათის დაგროვება. ჩვენ, შესაძლოა, მოგვწონდეს ჩვენი ნივთები, შესაძლოა მასთან გააიგოვოთ საკუთარი მეს გარკვეული ნაწილიც კი, მაგრამ ნივთი მაინც ნივთია. ყველაფერი, რასაც ნამდვილად აქვს მნიშვნელობა - ეს თქვენი გამოცდილებაა. ჩვენ საკუთარი გამოცდილებების ჯამს წარმოვადგენთ, - აცხადებს გილოვიჩი.
შედარება
ჩვენ არ ვადრით საკუთარ გამოცდილებას სხვის გამოცდილებას, - ყოველ შემთხვევაში იმ რანგში, როგორც ამას ნივთებთან მიმართებაში ვაკეთებთ.
ჰარვარდის უნივერსიტეტის კვლევაში აღნიშნულია, რომ როდესაც ადამიანს ეკითხებიან, როგორი შრომის ანაზღაურება სურთ მათ - მაღალი, მაგრამ უფრო ნაკლები ვიდრე მის კოლეგებს, თუ დაბალი, მაგრამ იმ პირობით, რომ მის კოლეგებს ექნებათ უფრო ნაკლები - უმეტესობას არ აქვს ერთმნიშვნელოვანი პასუხი.
მაგრამ თუ საქმე ეხება დასვენებას, ყველა ერთმნიშვნელოვნად ითხოვს ხანგრძლივ შვებულებას, იმ პირობითაც კი, თუ ის რამდენიმე დღით ნაკლები იქნება ვიდრე სხვების.
მეცნიერები აცხადებენ, რომ თუ თქვენ ელოდებით შვებულებაში გასვლას, ეს უკვე იწვევს გარკვეულ ეიფორიას და სიამოვნების მოლოდინს. მაგრამ ახალი ნივთის მოლოდინის დროს სტრესის გარდა არანაირი ემოცია არ არის. თქვენ გამუდმებით ფიქრობთ, შეიძენთ თუ ვერა სასურველ ნივთს.
შესაბამისად, ახალი გამოცდილების, მომავალში სიამოვნების მიღების მოლოდინი იმთავითვე უკავშირდება დადებით ემოციებს. დადებითი ემოციები გაგყვებათ მას შემდეგაც, როდესაც დაასრულებთ შვებულებას, მიიღებთ გამოცდილებას და „დაგეგმილ სიამოვნებას“ მიანიჭებთ საკუთარ თავს. ეს დადებითი ემოცია გაგყვებათ სამუდამოდ.
გამოცდილება წამიერია და ეს მშვენიერია
თუ ადამიანი გულწრფელი იქნება საკუთარ თავთან უნდა აღიაროს, რომ არც ერთი ნივთი თუ ქონება, რომელიც მას შეუძენია, არ იყო ზუსტად ისეთი როგორც მას სურდა ან თუ იყო, მასზე უკეთესი ნივთი და ქონება უკვე ქონდა ვიღაცას, რაც შენაძენზე იმ წამსვე უარის თქმას და იმ უკეთესზე ფიქრის დაწყების მიზეზი ხდება.
„დიახ, თქვენ გიფიქრიათ, რომ რაც შეიძინეთ არის ძალიან მაგარი, მაგრამ შესაძლო იყო უფრო იაფადაც შეგეძინათ ან იმავე ფასად გეყიდათ უკეთესი“. მაგრამ თუნდაც ატრაქციონზე მიღებულ სიამოვნებაზე თქვენ ასე არასოდეს იფიქრებთ. სწორედ ის ფაქტი, რომ გამოცდილებისგან მიღებული სიამოვნება გრძელდება ცოტა ხანი, თქვენ შესაძლებლობას გაძლევთ ის სათანადოდ შეაფასოთ უფრო მეტი ხნით ან სულაც სამუდამოდ დალექოთ თქვენში. ის საგნები კი, რომელიც თქვენ „გატკბობთ“ „სამუდამო“ სიამოვნებას ვერ განიჭებენ. აბა, გაიხსენეთ, როგორ უცებ შეელიეთ იმ მანქანას, რომლითაც აღფრთოვანებული იყავით და კრედიტიც კი აიღეთ იმისთვის, რომ გეყიდათ ახალი, რადგანაც ის ახალი „უკეთესია“. მაგრამ განა უკეთესი და კარგი არ იყო, ის რომელიც გაყიდეთ? პარიზიდან ან ნიუირკიდან „წამოღებული“ ემოცია და გამოცდილება? გაცვალეთ, გაყიდეთ, შეელიეთ? ახალი ქალაქების ნახვამ ხომ ვერაფრით დააკნინა ის ემოციები და მშვენიერება, რომელიც თქვენში სამუდამოდ ჩასახლდა?
ბრიტანელი ფსიქოლოგი ელიზაბეტ დანი შოპინგს „თავის მოტყუების სიამოვნებას“ უწოდებს და აცხადებს, რომ ახალი შენაძენით მიღებული ბედნიერება მალე ქრება და ცვდება, ძველდება შენაძენზე უფრო ადრე.
მაგრამ შთაბეჭდილებები ახალი გამოცდილებიდან დროთა განმავლობაში გადაიქცევა მოგონებებად. ისინი დიდი ხანი რჩებიან მეხსიერებაში და გააჩნიათ უდიდესი მნიშვნელობა ადამიანის ცხოვრების ხარისხსისთვის.