იუსტიციის საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე აცხადებს, რომ მოსამართლეთა სატესტო მასალებზე წვდომა არა ერთ ადამიანს ჰქონდა. აღნიშნულ საკითხზე მურუსიძემ ,,განსხვავებულ აქცენტებში“ ისაუბრა.
,,ერთი ადამიანი არ არის ვისაც ჰქონდა წვდომა, არიან მთელი რიგი ადამიანებისა, შემდგენელი, კომპიუტერში შემყვანი და ა.შ. ამიტომ ამ სპეკულაციებს რომ მოეღოს ბოლო, საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, საქმე გადაგზავნილია პროკურატურაში, მე მზად ვარ თანამშრომლობისთვის და დაველოდოთ გამოძიების შედეგებს“, - აღნიშნა მურუსიძემ.