„მაესტროს“ დირექტორობიდან გადაყენებული მაია გადაბაძე აცხადებს, რომ საჯარო რეესტრის მიერ ლევან გაჩეჩილაძის დარეგისტრირება მისტის მოულოდნელი იყო. მისივე თქმით, დაელოდებიან ქმედებებს, როგორც გაჩეჩილაძის, ისე ხელისუფლების მხრიდან.
„რეესტრის გადაწყვეტილებას, სიმართლე გითხრათ, არ ველოდი, იმიტომ, რომ ეს არის უკვე ძალიან ღია ბრძოლა ტელევიზიასთან და ძალიან დიდი უკანონობა. სამწუხაროდ, იმდენჯერ გაცრუვდა ჩემი იმედი, რომ, როგორც ჩანს, ახალი არაფერი მომხდარა. ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ და შესაბამისად, დაველოდებით ქმედებებს ლევანის, ასევე ცალკე ხელისუფლების მხრიდან, რადგან ეს არ არის მეწილეებს შორის, ეს არის ხელისუფლებას და ტელევიზიას შორის დავა“, – განაცხადა გადაბაძემ და დასძინა, რომ გაჩეჩილაძის ტელევიზიაში შეჭრის შემთხვევაში, სათანადო ზომები იქნება მიღებული.
სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ლევან გაჩეჩილაძე შპს „სტუდია მაესტროს“ დირექტორად დღეს დაარეგისტრირა.