ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ბრალდებები იუსტიციის მინისტრის მიმართ, კიდევ ერთი სტრუქტურისთვის ჩრდილის მიყენებას ისახავს მიზნად.
“მიზანმიმართულია იმისათვის, რომ აჟიოტაჟი ატყდეს მის გარშემო, ადამიანის გარშემო რომელმაც ვერ ჰპოვა კარიერის შემდგომი განვითარება, პერსპექტივა. ორკესტრირებულია იმისათვის, რათა კიდევ ერთი ჩრდილი მიაყენონ კიდევ ერთ სტრუქტურას. ასეთი მცდელობები ბევრი იქნება და რაც მოახლოვდება არჩევნები ვფიქრობ ასეთი განცხადებები კიდევ იქნება და არ ღირს ყველა საკითხზე მოვითხოვოთ გამოძიების დაწყება“ - განაცხადა ვოლსკიმ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი კონფიდენციალურ წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ არსებობს მისი პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა, რომლის გამოქვეყნებასაც იუსტიციის მინისტრი დაჟინებით მოითხოვს.