საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის დამფუძნებელი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებაზე ძიება უნდა დაიწყოს. მისი შეფასებით, იუსტიციის მინისტრის მიმართ პაპაუაშვილის მხრიდან გამოთქმული ბრალდებები, რომელიც პირადი ცხოვრების ამსახველ ფოტო და ვიდეო მასალას ეხება, უმნიშვლეოვანესი საკითხია.
“ფაქტია, რომ ამაზე გამოძიება უნდა შედგეს და გამოძიებამ საჯარო პასუხები უნდა გასცეს იმიტომ, რომ ფაქტიურად რაზეა საუბარი, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს და იუსტიციის მინისტრზე, ახლა ამაზე მეტი რა შეიძლება ქვეყანაში მოხდეს. ამ განცხადების საფუძველზე უდნა დაიწყოს ძიება და აუცილებელია ძიებამ რაღაცა გვითხრას და არა ისე, რომ თაროზე დაიდოს და გადაგორების პრინციპით არ განვითარდეს მოვლენები“ - განაცხადა ხუხაშვილმა.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი კონფიდენციალურ წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ არსებობს მისი პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა, რომლის გამოქვეყნებასაც იუსტიციის მინისტრი დაჟინებით მოითხოვს. ამის შესახებ მან ,,რუსთავი 2” -ის ეთერში ისაუბრა. "კონფიდენციალურმა წყარომ გუშინ შემატყობინა, რომ აპირებენ ჩემს წინააღმდეგ უღირსი ფოტო და ვიდეომასალის გამოქვეყნებას, ქალბატონი მინისტრი დაჟინებით ითხოვს, რამდენიმე წევრი და შიდაპოლიტიკური ხელმძღვანელობა ეწინააღმდეგება. ეს კიდევ ერთი უღირსი საქციელი იქნება და კიდევ გამოაჩენს მათ სახეს. ეს ჩემზე იქნება საჯარო ზეწოლა. რა კადრებიც არ უნდა იყოს ამის მიუხედავად, სასამართლო გააგრძელებს კონსტიტუციით ხელმძღვანელობას და დიდი აზრი არ ექნება, ამიტომ ეს იქნება ძალიან პატარა ადამიანების პირადი შურისძიება. ჯერ ყოყმანობენ და მარტო ამ ქალბატონის პირად აზრს არ ეყრდნობიან და ჯერ კიდევ გამოქვეყნებული არ აქვთ. იმედია არ გამოქვეყნდება. მაგრამ რომც გამოქვეყნდეს ჩვენ ამისთვის მზად ვართ და ეს სასამართლოს პრობლემას არ შეუქმნის, და ის მანიც გააგრძელებს თავისუფლ რეჟიმში მუშაობას." - განაცხადა პაპუაშვილმა.