პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ პრემიერთან ,,რესპუბლიკელების“ შეხვედრა იყო აბსოლუტურად ფორმალური შეხვედრა. მისი შეფასებით, მათ სურთ, სახე შეინარჩუნონ ძალიან ცუდი თამაშის პირობებში,
,,უსუფაშვილი პრემიერმინისტრთან შევიდა-გამოვიდა, რეალურად ეს იყო აბსოლუტურად ფორმალური შეხვედრა. უსუფაშვილს დასჩემდა ამ ბოლო დროს შევარდნაძის სტილში განცხადებების კეთება, გამოვიდა, აბსოლუტურად გაუგებარი რაღაც თქვა, რაღაც "სტრატეგიული თანამშრომლობა" და ახლა ჩვენ ვფიქრობთ, რა თქვა. სინამდვილეში არაფერი არ თქვა და არც ჰქონია მიზნად, რამე ეთქვა. იმიტომ, რომ ეს იყო აბსოლუტურად ფორმალური შეხვედრა. ისინი არ ელოდნენ კვირიკაშვილისგან არანაირ პასუხს, მათ სხვაგან აქვთ მომავალი ბედი გასარკვევი. მათ სურთ, სახე შეინარჩუნონ ძალიან ცუდი თამაშის პირობებში, ერთის მხრივ, მათ უნდათ, რომ გააგრძელონ პარაზიტირება ბიძინა ივანიშვილის რესურსებზე, ეს არ ეთმობათ, მეორეს მხრივ, არც სახის ბოლომდე დაკარგვა უნდათ. ეს იყო ფორმალური შეხვედრა, რომ გამოსულიყვნენ და ვითომ რაღაც მოხდა იქ”, - განაცხადა ხუხაშვილმა ,,თეორემაში“ საუბრისას.