,,მრეწველების“ ერთ-ერთი ლიდერი გოგი თოფაძე პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას ეხმაურება და აცახდებს, რომ მან ძალიან კარგად იცის ვინ არის მტყუანი და ვინ მართალი. მისი შეფასებით, პრემიერ-მინისტრმა სწორი განცხადება გააკეთა.
"ნუ ნერვიულობთ, ძალიან კონკრეტული და ძალიან სწორი განცხადება გააკეთა პრემიერმა, დიპლომატიური. მან ძალიან კარგად იცის, ვინ არის მართალი და ვინ არის მტყუანი. შევხვდებით პოლიტსაბჭოზე. იქნება კამათი, ალბათ, და იქ გადაწყდება. ჩვენ ძალიან მყარი პოზიციები გვაქვს ყველა საკითხში, რომელიც დავაყენეთ", - განაცხადა გოგი თოფაძემ.
პრემიერმა კოალიცია "ქართულ ოცნებაში" არსებულ დაპირისპირებაზე დღეს საგანგებო განცხადება გაავრცელა და პარტნიორებს მოუწოდა, სადავო საკითხები კოალიციის შიგნით განიხილონ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ცვლილებებს განახორციელებს. გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა ისიც, რომ მიუღებელია დაპირისპირებაში თავდაცვის მინისტრის ჩართვა. ,,რესპუბლიკელების“ ინიციატივით, დღეს პრემიერთან შეხვედრა გაიმართება.