,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მიხეილ მაჭავარიანი აცხადებს, რომ კობა გვენეტაძე ქვეყანაში არსებულ პრობლემებს ვერ გადაჭრის და პასუხისმგებლობა მთავრობამ უნდა აიღოს. ამის შესახებ მაჭავარიანმა სებ-ში გიორგი ქადაიძის შემცვლელის კანდიდატურის პარლამენტში მხარდაჭერაზე საუბრისას განაცხადა.
“საჭიროა ძალიან ქმედითი ზომები მთავრობამ მიიღოს, ეს შეეხება ეკონომიკური აქტივობის გაზრდას, ეს არის ექსპორტის გაზრდა, ხარჯების შემცირება, ეს არის დეკრიმინალიზაცია, ამ ნაბიჯების გარდა ერთი კობა გვენეტაძე რა თქმა უნდა ამ პრობლემას ვერ მოაგვარებს, ამიტომ ეს პასუხისმგებლობა დღეს არის მთავრობაზე. თუ მთვარობა არ გადადგა ნაბიჯები ეროვნული ბანკის ვერც ერთი წევრი ამას მარტო ვერ გამოასწორებს“ - განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა.
პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატს პარლამენტმა დღეს უნდა უყაროს კენჭი.