,,მინდა ხაზი გავუსვა, რომ რაც უფრო ახლოვდება არჩევნები, ასეთი ტიპის აქციები ყოველთვის იმატებს და ალბათ გარვეულწილად ასეთი ღონისძიებების უკან მართული პროცესი დგას“, - აღნიშნული განცხადება თბილისის მეტროპოლიტენის თანამშრომელთა პროტესტთან დაკავშირებით, თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ გუშინ, საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხზე, ზვიად ავალიანი თოქ-შოუ არგუმენტების დროში გააკეთა.
მისი განმარტებით, ,,ამის მიუხედავად, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ უკვე მიიღო მეტროპოლიტენის მემანქანეთა პროფკავშირისგან წერილი, სადაც მათი მოთხოვნებია ჩამოყალიბებული და ბუნებრივია, ეს მოთხოვნები დამუშავდება“.