,,ნაციონალური მოძრაობის წევრი სერგო რატიანი აცხადებს, რომ ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე და ხელისუფლება ხალხს ატყუებენ. პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მან ასევე განაცხადა, რომ ივანიშვილის ინტერესებსა და რუსეთს შორის ქართველი ხალხი დგას, რომელსაც ვერ გადააბიჯენბენ.
,,კახა კალაძემ კვლავ შეუსაბამო და სრულიად არაადეკვატური განცხადება გააკეთა. მან თქვა, რომ გრძელდება მოლაპარაკებები "გაზპრომთან" და ალბათ, ამ დღეებში დასრულდება მოლაპარაკებები ქვეყნის საკეთილდღეოდ. მე მესმის, რომ უმრავლესობა და მთავრობა შეშფოთებულია, იმ აქციით, რომელიც დაანონსა 6 მარტისთვის "ნაციონალურმა მოძრაობამ", მაგრამ განცხადებები ნათელი მომავლის შესახებ და ის, რომ ყველაფერი კარგად გადაწყდება, აღარ მიიღება", - განაცხადა რატიანმა.
მისივე თქმით, საქმე გვექნება გაზის დივერსიფიკაციასთან და არა ჩანაცვლებასთან. დეპუტატის განცხადებით, აუცილებელია, რომ საზოგადოებამ ეს ყველაფერი გააპროტესტოს და 6 მარტს 14:00 საათზე სიმბოლურ აქციაზე მივიდეს, რომელიც კანცელარიიდან რუსეთის საელჩომდე გაიმართება.