,,თავისუფალი დემკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი ალექსი პეტრიაშვილი საავადმყოფიდან შესაძლოა, 3 დღეში გაიწეროს, - ამის შესახებ პეტრიაშვილის მკურნალმა ექიმმა ავთანდილ იმედაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, პაციენტი
ამ დროისთვის პალატაშია გადაყვანილი.
იმედაძე აცხადებს, რომ მიუხედავად მდგომარეობის გაუმჯობესებისა სამართალდამცავებს პეტრიაშვილის დაკითხვის მოთხოვნით არ მიუმართავთ.
,,პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაკითხვის შესაძლებლობას უკვე გვაძლევს. რაც შეეხება შსს-ს გუშინ და დღეს ექიმებისთვის არ მოუმართავთ დაკითხვის მოთხოვნით. პაციენტი, საბედნიეროდ, კარგად არის, გადაყვანილია პალატაში. ისე კარგად მიდის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომ შესაძლოა, 3 დღეში გაიწეროს", - განაცხადა ექიმმა.