აშშ „სუპერსამსაბათის“ შედეგებს ელოდება. სწორედ სამშაბათს გაიმართება წინასაარჩევნო სეზონის ყველაზე მასობრივი კენჭისყრა, როდესაც რესპუბლიკელები და დემოკრატები 13 შტატში გამართავენ პრაიმერიზებსა და კოკუსებს.
რესპუბლიკელები ამ დღეს მომავალი ყრილობის 1237 დელეგატიდან 595 დელეგატს აირჩევენ. სწორედ ისინი წამოაყენებენ ყრილობაზე პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატს. რესპუბლიკელებს ხუთი პრეზიდენტობის კანდიდატობის პრეტენდენტი ჰყავთ. თუმცა რეალური შანსები მხოლოდ სამს - მილიარდელ დონალდ ტრამპს, ტეხასელ სენატორ ტედ კრუზს და ფლორიდელ მარკ რუბიოს აქვთ.
დემოკრატები - ვერმონტის სენატრორი ბერნი სანდერსი და ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი, კი 800 კანიდატისთვის იბრძოლებენ, რაც ყრილობის დელეგატების საერთო რაოდენობის თოთქმის მესამედია.
სი-ენ-ენის გამოკითხვების მიხედვით ტრამპს რესპუბლიკელების ნახევარზე მეტი უჭერს მხარს და როგორც ექსპერტები აცხადებენ, ეს ხდება იმის მიუხედავად, რომ კანდიდატი მუდმივად გახვეულია სკანდალებში და მისი განცხადებები წინააღმდეგობაში მოდის რესპუბლიკური პარტიის კონსერვატორულ იდეოლოგიასთან.
ექსპერტები ყურადღებას ამახვილებენ იმ გარემოებაზე, რომ ტრამპმა ბოლო დღეების განმავლობაში სამჯერ განაცხადა უარი გამიჯნოდა კუ-კლუს-კანის ერთ-ერთი ყოფილ ლიდერს დევიდ დიუკის.
65 წლის დიუკმა გასულ პერიოდში ტრამპის მხარდაჭერაზე უარი განაცხადა, რადგან მისი აზრით ტრამპი მეგობრულად ეპყრობა ებრაელებს. თუმცა მან თავისი მოსაზრება შეიცვალა და სავარაუდოდ ტრამპს მხარს დაუჭერს დიუკის ათასობით მიმდევარი, რაც ბადებს გარკვეულ ეჭვს ტრამპსა და დიუკს შორის გარიგების შესახებ.
ექსპერტები აცხადებენ, რომ ეს ფაქტი დაასამარებდა ნებისმიერ პოლიტიკოსს, თუმცა ტრამპის რეიტინგი იზრდება და ის ახლა 49%-ს აღწევს. რუბიოს მხარს უჭერს რესპუბლიკელების 16%, ხოლო კრუზს 15%. უნდა აღინიშნოს, რომ ტრამპის მხარდამჭერთა 76% აცხადებს, რომ ნებისმიერ ვითარებაში მზად არის მას დაუჭირონ მხარი, და მხოლოდ 22% აცხადებს, რომ ჯერ საბოლოოდ არ ჩამოყალიბებულა.
რაც შეეხებათ დემოკრატებს, აქ კლიტონის რეიტინგი 55%-ია ხოლო სანდერსის 39%. იანვრის შემდეგ კლინმტონის უპირატესობა აშკარად გაზრდილია.
ანალიტიკოსების განცხადებით, კლინტონისთვის მნიშვნელოვანია სამხრეთ კაროლინაში გამარჯვება. მას, ისევე როგორ ბარაკ ობამას 8 წლის წინ, აქვს „უფლება“ განაცხადოს, რომ იგი მზად არის გამარჯვებისთვის. მით უფრო რომ კაროლინაში კლინტონმა თავის მოწინააღმდეგე 73,5%-ით 26%-ზე დაამარცხა.
ანალიტიკოსები მიუთითებენ, რომ კლინტონისთვის მნიშვნელოვანია, რომ მან აფროამერიკელების ხმების 87% აიღო, მაშინ როდესაც სანდერსს მხარი 13%-მა დაუჭირა. ეს იმაზე უფრო კარგი შედეგია, ვიდრე ობამას ქონდა 8 წლის წინ.
„სუპერსამსაბათის“ კენჭისყრამდე ცხადად იკვეთება, რომ რესპუბლიკელების ფავორიტი ტრამპი, ხოლო დემოკრატების - კლინტონი იქნება. შესაბამისად, სწორედ ამ ორ კანდიდატს შორის მოუწევს აშშ-ის მოსახლეობას შემოდგომაზე პრეზიდენტის არჩევა.