ცნობილია იუსტიციის მინისტრის ალერგიული დამოკიდებულება ჩემს მიმართ, - ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეგ გიორგი პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის განცხადებით, იგი პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს გდაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ევროსასამართლოს მოსამართლეობის კნდიდატებს შორის ის არ დასახელდა
“პროცესი იყო მთლიანად პოლიტიზირებული, თვითონ კომისიის უმრავლესობა ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ, რომლებსაც ისედაც უკიდურესად ნეგატიური დამოკიდებულება აქვთ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ“, - განაცხადა პაპუაშვილმა და დასძინა, - „ცნობილი არის კომისიის თავმჯდომარის, იუსტიციის მინისტრის ასევე ალერგიული დამოკიდებულება ჩემს მიმართაც და საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ, განსაკუთრებით ბოლო პერიოდის გადაწყვეტილებების შემდგომ“.