„საარჩევნო საკითხზე შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის სერიოზული ნაწილი ნახავდა გეზს. სამწუხაროდ, საარჩევნო საკითხში ყველანი გავჯიქდით“, - ამის შესახებ პარლამენტის თავჯდომარემ დავით უსუფაშვილმა გუშინ, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შემაჯამებელ სხდომაზე განაცხადა.
უსუფაშვილის თქმით, მას არ ჰქონდა ილუზია, რომ საკონსტიტუციო კომისია ყველა საკითხზე შეჯერდებოდა, თუმცა საარჩევნო საკითხზე კონსესუსი მიღწევის შემთხვევაში, „ბევრი სხვა თემა გაიხსნებოდა“.
„სინამდვილეში რამ განაპირობა კომისიის მუშაობის ისე დასრულება, როგორც სრულდება. ჩვენ ხელი მოვკიდეთ კონსტიტუციის ზოგადი გადასინჯვის საკითხს, რა თქმა უნდა იმის ილუზია არ გვქონდა, რომ ჩვენ ყველა საკითხზე შევჯერდებოდით.
ჩანაფიქრი იყო ასეთი, რომ დაგვეწყო მუშაობა მართლაც ყველა საკითხზე, მოგვესმინა სპეციალისტებისგან, პოლიტიკური ძალებისგან, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისგან თემები, საკითხები, რომელიც ვიღაცას აინტერესებს, აწუხებს.. ანუ შესაძლოა, ჯერ ინდივიდუალურ დონეზე, ყველაფერი ჯერ ინდივიდუალურად იწყება ხოლმე და მერე გადაებმევა საზოგადოებას.
მოდი პირველ რიგში ჩამოვწეროთ ის საკითხები, რაც პრობლემური გვგონია, რასაც ვხედავთ,რომ გაუმჯობესება სჭირდება, შეიძლება რაღაც მივამატოთ კონსტიტუციას, მერე გადავედით მეორე ეტაპზე, რომ როგორ მოვაგვაროთ ეს, თუ არის წინააღმდეგობა... რა თქმა უნდა ¾, კოალიციის რჩევებიც, პოლიტიკური დაძაბულობაც, ყველაფერი ეს თავიდანვე სახეზე იყო. მაშინ რატომ ვმუშაობდით და ვაგრძელებდით ვადებს?! მე პირადად შევდიოდი პარლამენტში წინადადებით,რომ კიდევ მოგვეცით ვადა სამუშაოსთვის.
რას ემსახურებოდა ეს?! - იყო მოლოდინი იმისა, რომ გამოჩნდებოდა ყინულმჭრელი საკითხი , რომელსაც მიყვებოდა ძალიან მნიშვნელოვანი თემები, ნუ დაგვავიწყდება ის, რომ პოლიტიკურ პროცესში ვართ და რაღაც საკითხს შეიძლება, წინააღმდეგობა შეხვდეს მხოლოდ იმიტომ, რომ დაისვა რაღაც საკითხის შემდეგ, ან რაღაც საკითხთან ერთად, ან მდე...
ამ პროცესს სჭირდებოდა ფართო პოლიტიკური კონსესუსის შემგროვებელი თემა, რომელიც აღმოჩნდებოდა ყინულმჭრელი და გაიყოლებდა არა ამ 98 წინადადებას, მაგრამ შესაძლოა 17, 18,-ს, რომელზეც მოხდებოდა შეჯერება.
ეს პოტენციალი ჩვენ დღევანდელ რეალობაში ქონდა საარჩევნო თემებს და საარჩევნო თემაზე ფართო კონსესუსის შემთხვევაში იღებოდა კარები, რომლის შემდეგაც შესაძლებელი გახდებოდა რამოდენიმე მნიშვნელოვანი, სერიოზული თემის გატანა, სამწუხაროდ საარჩევნო საკითხში ყველანი გავჯიქდით, ვინ მეტად, ვინ ნაკლებად ახლა ამაზე არ ვისაუბრებ.
პირადად ჩემი მხირდან ეს იყო მოტივიც, მცდელობაც, იმედიც, რომ იქ თუ მოხერხდებოდა შეჯერება, მერე გაიხსნებოდა ბევრი სხვა თემა“, - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.
ცნობისთვის, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის უფლებამოსილების ვადა ამოიწურა. დავით უსუფაშვილის განცხადებით, კომისია მუშაობას აღარ გააგრძელებს.