19 მაისს, 16:00 საათზე, ფილარმონიაში, წიგნის ფესტივალის ფარგლებში, პაატა ნაცვლიშვილი წარმოადგენს "ფილატელისტურ რუსთაველიანას". პროექტის ხელმძღვანელია შავლეგ შავერდაშვილი.
ღონისძიების ორგანიატორთა განცხადებით, პროექტი "ჩვენ და "ვეფხისტყაოსანი" შარშან თბილისის წიგნის ფესტივალზე დაიწყო, ესტუმრა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობას, ბათუმს, ქუთაისს.
"გადავწყვიტეთ ვეძებოთ ადამიანები, ვისთვისაც ძვირფასია ქართული ღირებულებები, ძვირფასია რუსთაველი, "ვეფხისტყაოსანი", - აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.