რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის დიმიტრი მედევდევის განაცხადებით, თუ უკრაინა კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციაში შესვლას გადაწყვეტს მას სიამოვნებით მიიღებენ.
ამის შესახებ მედვედევმა კიევის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრის დროს განაცხადა.
"ამ საკითხზე გადაწყვეტილება თავად უკრაინამ უნდა მიიღოს", - აღნიშნა მედვედევმა და აქვე დასძინა, რომ თუ უკრაინას აღნიშნულთან დაკავშირებით აქვს რაიმე სხვა სახის მოსაზრება, რუსეთი ამას "პატივისცემით მოეკიდება".
ამასთან, მედვედევის განცხადებით, მას, როგორც რუსეთის პრეზიდენტს კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციაში უკრაინის შესვლის ბლოკირება არ აწყობს, რადგან "ეს შედის, როგორც ჩვენ ასევე უკრაინელი ხალხის ინტერესებში".
"ცხოვრება იცვლება და თუ მომავალში თქვენ ჩათვლით, რომ ეს თქვენთვის სწორი გადაწვეტილებაა - შემოგვიერთდით, მაგრამ ეს არის სახელმწიფოს სუვერენული გადაწვეტილება", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციაში ამ დროისთვის სომხეთი, ბელორუსია, ყაზახეთი, ყირგიზეთი, რუსეთი, ტაჯიკეთი და უზბეკეთი შედიან.