ესპანეთი 2025 წელს უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს.
ამის შესახებ ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის მესამე წლისთავთან დაკავშირებით კიევში პარტნიორ ქვეყნებთან შეხვედრაზე განაცხადა.
„ჩვენ ვიმუშავებთ უკრაინასთან აღდგენის პროცესზე. ჩვენ შევქმნით სტრუქტურებს პროცესის გასაუმჯობესებლად. ჩვენ წაახალისებთ ჩვენს კომპანიებს, მონაწილეობა მიიღონ უკრაინულ პროექტებსა და პროგრამებში“, - თქვა სანჩესმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ესპანეთი და უკრაინა დააკმაყოფილებენ უკრაინული დიასპორის საჭიროებებს და ქვეყნები შექმნიან სპეციალურ უკრაინულ ცენტრს ალიკანტეს პროვინციაში.
„ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ უკრაინა შეუერთდეს ევროკავშირს რაც შეიძლება მალე.
რაც არ უნდა მოხდეს უახლოეს თვეებში, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება უკრაინელი ხალხის ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება იქნება“, - განაცხადა სანჩესმა.