დღეს, ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში, თბილისის წიგნის XII საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა.
ფესტივალი მუხრან მაჭავარიანის ხსოვნისადმი პატივის მიგების მიზნით წუთიერი დუმილით დაიწყო. წიგნის XII საერთაშორისო ფესტივალი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ სამადაშვილმაგახსნა , რომელმაც მუხრან მაჭავარიანის ოჯახს მიუსამძიმრა.
ფესტივალზე წარმოდგენილია 80-დე გამომცემლობა, წიგნის გამავრცელებელი საზოგადოება და წიგნის მაღაზია. ფესტივალის მონაწილე თითოეული სუბიექტს წარმოდგენილი აქვს საკუთარი სტენდი, სადაც ისინი თავიანთ პროდუქციას მკითხველს ფასდაკლებით სთავაზობენ.
როგორც ცნობილია, წიგნის ფესტივალი ტრადიციულად, ივნისში იმართებოდა წელს კი მაისში პირველად ტარდება. აღნიშნულ ინიციატივას ფესტივალის მონაწილეებიც მიესალმნენ. მათი თქმით, მაისში შედარებით ნაკლები სიცხეა და თან თბილისში უფრო მეტი ადამიანი იმყოფება.
ფესტივალის ორგანიზატორია წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია. წიგნის ფესტივალი მაისის ჩათვლით გაგრძელდება.