თავდაცვის მინისტრის თინათინ ხიდაშელის „სამარცხვინო“ ქმედება საგარეჯოში ჩატარებული არცევნების დროს დღევანდელ ხელისუფლებას „წინ დახვდება“. - ამის შესახებ მრეწველტა ლიდერმა გოგი თოფაძემ განაცხადა.
გოგი თოფაძე, საგარეჯოში ჩატარებული არჩევნების დეტალები გაიხსენა და აღნიშნა, რომ ხუდაშელის მიერ სხვადასხვა რეგიონებიდან საგარეჯოში ჩამიყვანიულმა ჯარისკაცებმა გადაწყვიტეს არჩევნების ბედი.
„ჩატარდა თეა წულუკიანთან თათბირი, სადაც გადაწყდა, რომ მუხროვანის მე-13 უბანი, სადაც სულ 25 კაცი იყო, იქ უბანი არ გახსნილიყო. შეთავაზება ასეთი იყო, ის 25 კაცი გავანაწილოთ ახლომახლო სოფლებში. იქაურები იყვნენ და ეს უბანი გაუქმდეს. თავდაცვის მინისტრმა 526 კაცი, გვარებიც შემიძლია ჩამოგითვალოთ, სვანეთიდან, რაჭიდან, იმერეთიდან, მთელი საქართველოდან ჩამოიყვანა და ამან გადაწყვიტა არჩევნების შედეგი,“ - განაცხადა თოფაძემ,
მან თავდაცვის მინისტრის მოქმედებებს „სამარცხვინო“ უწოდა და აღნიშნა, რომ მისი ასეთი ქმედება დღევანდელ ხელისუფლებას „წინ დახვდება“.