,,გოგი თოფაძეს საერთოდ ვერ ვხედავ ვერც პოლიტიკაში და ვერც ბიზნესში იმიტომ, რომ მან დაარღვია ადამიანობის ყველა წესი”, - ამის შესახებ მმართველი კოალიციის ,,რესპუბლიკელმა“ წევრმა ლევან ბერძენიშვილმა განაცხადა.
,,გოგი თოფაძეს არ ვაკადრებ იმას, რაც ეკუთვნის და მისი შეურაცხყოფა ძალიან გამიჭირდება იმიტომ, რომ რაც უნდა ვთქვა, იმაზე ნაკლები იქნება, ვიდრე მას ეკუთვნის. ამ შემთხვევაში, მე მისი ბედი არ მაღელვებს იმიტომ, რომ მე მას პოლიტიკაში საერთოდ ვერ ვხედავ. მე პირადად, ლევან ბერძენიშვილი, გოგი თოფაძეს საერთოდ ვერ ვხედავ ვერც პოლიტიკაში და ვერც ბიზნესში იმიტომ, რომ მან დაარღვია ადამიანობის ყველა წესი”, - აღნიშნა დეპუტატმა.
გოგი თოფაძემ თავდაცვის მინისტრი ,,რესპუბლიკელი“ თინათინ ხიდაშელი საგარეჯოს არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულა, რაზეც პრემიერ-მინისტრმა დღეს განაცხადა, რომ ასეთი განცხადებები აზარალებს ქვეყანას და მთელს მთავრობას.