"სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის" ხელმძღვანელი ზურაბ ხარატიშვილი მიიჩნევს, რომ გოგი თოფაძის განცხადებით, რომელიც არჩევნების გაყალბებას ეხებოდა, პროკურატურა უნდა დაინტერესდეს.
,,ბატონი თოფაძის განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ საგარეჯოს არჩევნებზე იყო დარღვევები სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ პროკურატურამ დაიწყოს ამ საკითხის შესწავლა. როცა პოლიტიკოსი, პარლამენტის წევრი ასეთ განცხადებას აკეთებს, მან ან ცილისწამებისთვის უნდა აგოს პასუხი, სულ მცირე, მორალური და პოლიტიკური გაგებით მაინც, ან, თუ ეს განცხადებები დადასტურდება, მაშინ ვიღაცა სისხლის სამართლის პასუხისგებაში უნდა მიეცეს“, - განაცხადა ზურაბ ხარატიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხზე ,,არგუმენტების დროში“ საუბრისას.