კონფლიქტების მოგვარების ერთადერთი გზა მათი მშვიდობიანი გადაწყვეტაა, -ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა
დღეს თურქ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
,,სწორედ ეს პოზიცია ავსახეთ სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა დღეს მიღებულ დეკლარაციაში. ჩვენ ვითანამშრომლებთ რომ შევძლოთ ამ საკითხების მშვიდობიანი გზით გადაწყვეტა", - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, ის არ აღიარებს აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას.
მან ყარაბაღის კონფლიქტს გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ თურქეთი აღიარებს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას. მისი თქმით, ოფიციალური ანკარა მიიჩნევს, რომ სომხურმა სამხედრო ძალებმა ყარაბაღის ტერიტორია უნდა დატოვონ.