საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზურაბ ტყემალაძე გოგი თოფაძის განცხადებებზე პრემიერ-მინისტრის პოზიციას არ ეთანხმება. გიორგი კვირიკაშვილმა დღეს განაცხადა, რომ თოფაძის მიერ თავდაცვის მინისტრზე გაკეთებული განცხადება ,,ჩირქს სცხებს ქვეყანას და მთელს მთავრობას“. ტყემალაძის განცხადებით, თოფაძე საუბრობდა ერთ პიროვნებაზე და არა კაოლიციაზე.
"ნამდვილად არ ვიზიარებ მთავრობის მეთაურის ამ პოზიციას. მან დააფიქსირა ის, რომ ეს არის დამაზიანებელი მთელი კოალიციისთვის. კოალიციაზე არ უსაუბრია გოგი თოფაძეს, საუბარი მიმართული იყო ერთი პიროვნების მიმართ", - თქვა ჟურნალისტებთან საუბარში ზურაბ ტყემალაძემ.
შეგახსენებთ, გოგი თოფაძემ თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი საგარეჯოს არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულა.