,,მაესტროს“ მოქმედი გენერალური დირექტორი ბაია გადაბაძე აცხადებს, რომ სასამართლოს სურს საქმე 24 საათში დასრულოს, რომ ხვალ ლევან გაჩეჩილაძე კრედიტორთა საბჭოზე დირექტორის სატატუსით გამოცხადდეს.
გადაბაძე "უპრეცედენტო შემთხვევას" უწოდებს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც პირველმა ინსტანციამ არ გააუქმა კრების ოქმი მისი თანამდებობიდან გადაყენების შესახებ და დოკუმენტი განსახილველად სააპელაციო სასამართლოში გადააგზავნა.
მისი თქმით, სასამართლოს სურს საქმე, რომელიც თვეების განმავლობაში იხილებოდა 24 საათში დაასრულოს და ხვალ სააპელაციო სასამართლო გაჩეჩილაძეების სასარებლოდ გამოიტანს გადაწყვეტილებას, რის შემდეგაც ლევან გაჩეჩილაძე ტელეკომპანიაში კრედიტორთა საბჭოზე დირექტორის სტატუსით გამოცხადდება. თუმცა გადაბაძე აცხადებს, რომ ის არ აპირებს ლევან გაჩეჩილაძის შენობაში შეშვებას, რადგან კანონით ეს არის სხვისი საკუთრება.
კრედიტორთა საბჭოს სხდომა ,,მაესტროში“ ხვალ უნდა ჩატარდეს.