საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის პრეზიდენტი გიორგი ჭირაქაძე მიიჩნევს, რომ ეროვნული ვალუტის კურსის დღევანდელ ნიშნულზე დატოვება ძალიან სახიფათოა. მისი თქმით, სასტუმრო "რედისონში" პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის ერთ-ერთი თემა ლარის კურსი იქნება.
"მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ გვესმის, რომ ეს პირდაპირ არ არის ხელისუფლებასთან და ეროვნულ ბანკთან დაკავშირებული, მაგრამ ჩვენ გვინდა, რომ არგუმენტები დავინახოთ", - აღნიშნა ჭირაქაძემ.
მისივე თქმით, ეცდება კომუნიკაცია ჰქონდეს ფინანსთა მინისტრთან, რომელმაც განაცხადა, რომ
ლარი უახლოეს მომავალში მნიშვნელოვნად გამყარდება. ჭირაქაძის განცხადებით, ძალიან
მნიშვნელოვანია, თუ რა კონკრეტული არგუმენტები აქვს ნოდარ ხადურს.