იმ შემთხვევაში, თუ ბრიტანეთი ერთიან ევროპას დატოვებს, ევროკავშირს დაშლის საფრთხე ემუქრება. - ამის შესახებ ევროსაბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა განაცხადა. მისივე თქმით, ბრიუსელი ლონდონთან მოლაპარაკებას განსაკუთრებული სიფრთხილით აწარმოებს. ევროკავშირში დარჩენის სანაცვლოდ ბრიტანეთი რამდენიმე მოთხოვნას აყენებს. ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა საემიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებაა.