საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი მიწების დარეგისტრირების ვალდებულებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. ბიუროს დღევანდელ სხდომაზე უსუფაშვილმა სიცრუე უწოდა ,,მოარულ ხმებს“ რომ სახელმწიფო მოქალაქეების ინტერესების საწინააღმდეგოდ რამეს გეგმავს.
,,ვიცი, რომ აგრარულ საკითხთა კომიტეტი მთავრობასთან ერთად აქტიურად მუშაობს, ჩართულები არიან დარგობრივი ეკონომიკისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტები. ჩვენ გვექნება სწორედ სხვა მიმართულებით გადაწყვეტილებები - როგორ დავეხმაროთ მოქალაქეებს, რომ იურიდიულად გაიფორმონ ის მიწის ნაკვეთები, რომლებსაც წლებია და ზოგჯერ ათწლეულებია ფაქტობრივად ფლობენ, მაგრამ იურიდიული საბუთების გაუმართაობის გამო სრულფასოვნად ვერ ახერხებენ თავიანთი საკუთრების გამოყენებას, განკარგვას სასოფლო-სამეურნეო თუ სხვა სახის დანიშნულებისთვის. ასე,რომ ამ საკითხებზე პარლამენტში მალე გვექნება მსჯელობა მოქალაქეთა უფლებების განსამტკიცებლად და არა პირიქით", - განაცხადა უსუფაშვილმა.