მთავარი პროკურორის მოადგილის, გიორგი გოგაძის ინფორმაციით, ე.წ. შეწყალების საქმეზე გამოძიება ბოლო ეტაპზეა.
"ეს საქმე გამოძიების ბოლო ეტაპზეა და ძალიან მალე გაიგებთ, თუ რა დადგინდება. სანამ გამოძიება არ დასრულდება რამის თქმა არასერიოზული იქნება", - განაცხადა გოგაძემ.
პარლამენტში დღეს ე.წ. პოლიტიკური პატიმრის სტატუსით გათავისუფლებული პირები მივლენ და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე ე.წ. შეწყალების სკანდალთან დაკავშირებითაც იმსჯელებენ.
კომიტეტის ხელმძღვანელის ეკა ბესელიას განცხადებით, კომიტეტზე ასევე მიწევულია ალეკო ელისაშვილი და სპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები.