,,ადვოკატთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი ზაზა ხატიაშვილი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების ,,სასიკვდილო განაჩენი იქნება მურუსიძე“.
ამის შესახებ მან მამუკა ახვლედიანსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ირგვლივ მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.
"ბიძინა ივანიშვილის ფეოდალური ხელისუფლებაც ამას გადაყვება. მათი სასიკვდილო განაჩენი იქნება მურუსიძე და მურუსიძეები," - განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.
მამუკა ახვლედიანმა გუშინ დოკუმენტი გაასაჯაროვა, რომლის მიხედვითაც თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის თქმით, მის წინააღმდეგ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დისციპილინური დევნა დასტურდება.