ამერიკული კომპანია Walt Disney მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი ბრენდი გახდა. აღნიშნული „ვარსკვლავური ომების“ მეშვიდე ეპიზოდის წარმატებამ განაპირობა.
კონსალტინგური კომპანია Brand Finance-ს ინფორმაციით, Star Wars-ი 10 მილიარდ დოლარად შეფასდა. Walt Disney-მ ფილმის გაქირავებიდან 2 მილიარდი აშშ დოლარი მიიღო. 700 მილიონი კომპანიას ფილმის გმირების სათამაშოებმა მოუტანა. Walt Disney-ის ბრენდი კი 31 მილიარდ აშშ დოლარად იქნა შეფასებული.
ყველაზე გავლენიანი ბრენდებს შორის მეორე ადგილზე კომპანია Lego აღმოჩნდა, რომელიც სათამაშოების წარმოებით არის დაკავებული, ხოლო მესამეზე კოსმეტიკური კომპანია L'Oreal-ი.
ყველაზე გავლენიანი ბრენდების ტოპ-10-ში ასევე მოხვდნენ - კონსალტინგური კომპანიები PwC და McKinsey, სპორტული საქონლის მწარმოებელი Nike, ასევე Johnson's, Coca-Cola, ტელეარხი NBC და საძიებო სისტემა Google.