ავღანეთში თვითმფრინავმა, რომელშიც 44 ადამიანი იმყოფებოდა, ავიაკატასროფა განიცადა. თვითმფრინავი ავღანეთის ქალაქ ყუნძუდან ქაბულის მიმართულებით მიფირნავდა. ამის შესახებ ავღანეთის შესაბამის უწყებებზე დაყრდნობით "სი-ენ-ენი" იუწყება.
ავღანეთის ტრანსპორტის მინისტრის განცხადებით, შანსი იმისა, რომ თვითმფრინავში მყოფი რომელიმე ადამიანი ცოცხალი გადარჩა, ძალიან მცირეა.
ავღანეთისა და ნატოს ჯარები კატასტროფაგანცდილი თვითმფრინავის ნაწილებს ეძებენ, თუმცა მათ ხელს ძლიერი წვიმა უშლით.