რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის უკრაინაში ვიზიტი დაიწყო. 12:30 საათზე მედვედევის თვითმფრინავი "ბორისპოლის" აეროპორტში დაჯდა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, აეროპორტში რუსეთის პრეზდენტს დახვდნენ: უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი კონსტრანტინ გრიშჩენკო, და უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი სერგეი ლიოვოჩკინი.
დღესვე 13:15 საათზე უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტები დიდების მემორიალში მდებარე უცნობი ჯარისკაცის საფლავს გვირგვინებით შემკობენ, ამის შემდეგ 13: 35 საათზე პრეზიდენტები ასევე მოინახულებენ გოლოდომორის მსხვერპლთა ხსოვნის უკვდავსაყოფად აგებულ მემორიალს.
14:00 საათზე დაგეგმილია რუსეთის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი.
14:20 საათზე კი უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართება.
ამის შემდეგ, 15:30 საათზე რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების თავმჯდომარეობით გაიმართება რუსეთ-უკრაინის სახელმწიფოთაშორისი კომისიის მესამე სხდომა, რომლის შემდეგაც უკრაინასა და რუსეთს შორის რამდენიმე დოკუმენტს მოეწერება ხელი.
17:30 საათზე დიმიტრი მედვედევი და ვიქტორ იანუკოვიჩი მედიის წარმომადგენლებს შეხვდებიან.
ხვალ, 18 მაისს მედვედევი უკრაინელი სტუდენტების წინაშე ტარას შევჩენკოს სახელობის უნივერსიტეტში ლექციას წაიკითხავს.