ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ხვალიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.4702 ლარი გახდება. სებ-ის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც აქამდე მოქმედებდა, 2.4719 ლარს შეადგენდა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაშიც მცირედით გამყარდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.6826 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა აქამდე მოქმედი კურსი 2.6991 ლარს შეადგენდა.