მოსკოვის ბანკთაშორის ბირჟაზე ადგილობრივი დროით 11:30 საათზე დოლარის კურსმა 84,2 რუბლს გადააჭარბა.
ევროსთან მიმართებაში კურსმა 91,7 რუბლი შეადგინა.
რუსი ანალიტიკოსები რუბლის ვარდნას ნავთობზე ფასების კლებას უკავშირებენ.
Brent-ის მარკის ნავთობის ფასი ბარლეზე 27,72 აშშ დოლარზე ჩამოვიდა.
ექსპერტები ირანის ფაქტორის გათვალისინებით ნავთობის ფასის კიდევ უფრო ვარდნას პროგნოზირებენ.