ლარი დოლართან მიმართებაში გაუფასურებას განაგრძობს. სებ-ის მონაცემებით, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4254 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4158 ლარს შეადგენდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.6478 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.6124 ლარს შეადგენდა.