დღეს, ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა სერტიფიკატები გადასცა იმ ახალგაზრდებს, რომლებმაც „საჯაროდაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესისა და პირობების შესახებ" სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში,სამინისტროს ცენტრალურ აპარატში, სახაზინო სამსახურში, შემოსავლების სამსახურსა და მომსახურების სააგენტოშიწარმატებით გაიარეს სტაჟირება.
„ძალიან კარგ პროექტს ჩაეყარა საფუძველი. 35 ახალგაზრდამ, ჩვენი წამყვანი უნივერსიტეტების სტუდენტებმა,სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში მიიღეს მონაწილეობა და მათი არჩევანი ფინანსთა სამინისტროსა და მისსაქვეუწყებო დაწესებულებებსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე შეჩერდა. მათ წარმატებით დაძლიესსტაჟირების პროგრამა და დღეს მქონდა პატივი, მათთვის სერტიფიკატები გადამეცა. მნიშვნელოვანია, რომახალგაზრდები სწავლის პერიოდში მიიღებენ არა მხოლოდ თეორიულ ცოდნას, არამედ ისინი მოსინჯავენ ძალებს,თუ სად არის შესაძლებელი ამ თეორიული ცოდნის გამოყენება. ვისურვებდი, რომ სახელმწიფო სტრუქტურებთანერთად, აღნიშნულ პროგრამაში აქტიურად ჩაერთოს კერძო სექტორიც, მიიღონ ახალგაზრდები, რომლებთან ერთადაციმედი მაქვს, ძალიან საინტერესო პროექტებზე შეძლებენ მუშაობას," - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა.
ფინანსთა მინისტრმა ახალგაზრდებს მადლობა გადაუხადა სტაჟირების პროცესში გამოჩენილი მონდომებისთვის დაიმედი გამოთქვა, რომ ფინანსთა სამინისტროში მიღებული ცოდნა მათ გამოადგებათ შემდგომ საქმიანობაში.