რუსეთის ექსპრემიერმა, ევგენი პრიმაკოვმა გაზეთ "იზვესტიისათვის" მიცემულ ინტერვიუში რუსეთის მიერ ამოუცნობი ნიშნების გარეშე ქართული პოზიციების დაბომბვის ფაქტები აღიარა.
"ბალანსი რომ შევაჯამოთ, მე ვიტყოდი, რომ რუსეთი უცოდველი არ არის. ამოუცნობი ნიშნების გარეშე თვითმფრინავებით ქართული პოზიციების დაცხრილვა 1993 წელს სოხუმსა და თბილისში ხორციელდებოდა არა მოსკოვის ბრძანებით, არამედ კორუმპირებული სამხედროების მიერ და მიუხედავად ამისა, ეს მაინც რუსეთის მინუსია", - განაცხადა პრიმაკოვმა