კვიპროსის პირველი დივიზიონის მე-14 ტურის შეხვედრაში თემურ ქეცბაიას აპოელმა საკუთარ მოედანზე ერმისი დაამარცხა. მატჩის პირველი ნახევარი გოლების გარეშე დასრულდა, მეორე ტაიმის 64-ე წუთზე მასპინძლები კავენაგიმ თერთმეტმეტრიანით დააწინაურა, 81-ე წუთზე კი სტუმართა კარში დე ვინსენტიმ გაიტანა. აპოელმა ჩემპიონატში მეათე გამარჯვება მოიპოვა.14 ტურის შემდეგ კვიპროსის პირველ დივიზიონს 33-33 ქულით აეკი და ანორთოსისი ლიდერობენ, ”აპოელი” კი 32 ქულით მესამე საფეხურზეა.