ინგლისის პრემიერლიგის მე-16 ტურის ბოლო მატჩში ”ლესტერმა” საკუთარ მოედანზე ლონდონის ”ჩელსი” დაამარცხა. კლაუდიო რანიერის შეგირდებმა ლონდონელებს 2:1 მოუგეს.
ანგარიში 34-ე წუთზე ჯეიმი ვარდიმ გახსნა, მეორე ბურთი კი ლონდონელთა კარში მაჰრეზიმ შეაგდო.
77-ე წუთზე ლოიკ რემიმ ერთი გოლი გაქვითა. ის თამაშში 65-ე წუთზე ჩაერთო და მიმდინარე სეზონში პირველი გოლი გაიტანა.